საინიციატივო ჯგუფის განცხადება

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა შექმნას და აამოქმედოს ის ბერკეტები, რომლებიც აიძულებს ხელისუფლებას შემოიღოს რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. 22 აპრილს, ორშაბათს, 14 საათზე საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” ამ საკითხთან დაკავშირებით ეწყობა დაინტერესებული ორგანიზაციებისა და  საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ.
Advertisements
Posted in 1. სასოფლო-სამეურნეო მიწები | დატოვე კომენტარი

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

”საერთო გაზეთში” (#12) გამოქვეყნდა სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილი პრემიერ-მინისტრისადმი. გაზეთმა გარკვეულად შეამოკლა. აქ გთავაზობთ ჩვენს მიერ მიწოდებულ ვარიანტს.

werili premiers 10.04.2013

Posted in 1. სასოფლო-სამეურნეო მიწები | დატოვე კომენტარი

,,მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან”

26 მარტი 2013

ინდოელი, პენჯაბელი ფერმერები საქართველოში იაფი მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ.
ინდოეთში მიწის მაღალი ფა¬სები პენჯაბელ ფერმერებს აიძულებს, გახდნენ იმ ქვეყნის ემი¬გრანტები, სადაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ დასახლებას.  Continue reading
Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

მიწათმოქმედების იაფფასიანი სამოთხე

სტატიები (photo: სოფო აფციაური)

 გიორგი ჭეიშვილი


წნორისაკენ მიმავალ გზაზე ხელით მოხატული ტაქსის ტრაფარეტით  „გაფორმებული“ „ვაზ-24“ ჩერდება, მგზავრს ისვამს და გზას აგრძელებს. მძღოლი კლიენტების ნაკლებობას უჩივის და უფულობით შეწუხებული, სიჩქარის გადამრთველს აქეთ-იქით გამეტებით ექაჩება.

„ინდოელებზე წერ სტატიას?! ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგენი კარგად გრძნობენ აქ თავს. სავსეა მთელი წნორი ინდოელებით. Continue reading

Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

ხმა ფორუმიდან

გოგა.კ.
ჩვენი უბედურება იმაშია რომ , მთელი დღე ვჭორაობთ, უგულავას დაიჭერენ თუ არა.ველოდებით მიშა რას იტყვის, ბიძინა რას პასუხობს. და ასე შემდეგ კიდე რამდენი სისულელით გვაქვს თავი გამოჭედილი. ამასობაში გაივსო საქართველო ნაირ-ნაირი ავანტურისტებით.ფული მაინც ქონდეთ, ათი და ოცი ათასებით ყიდულობენ მიწებს. თან გვეუბნებიან თქვენ არ ამუშავებთ, ჩვენ შევქმნით დოვლათსო. ჩვენი ჩინოვნიკები კი ხელს უწყობენ, ამას ჩვენ ენაზე ღალატი ქვია. დრო მოვა გაკეთდება გზები, გაიყვანება სარწყავი არხები, ტრაქტორებიც ექნება და კომბაინებიც, მაგრამ ჩვენი აღარ იქნება საქართველო. ღმერთმა არ ქნას. თქვენი აზრი გამოხატეთ ქართველებო. Continue reading
Posted in სხვადასხვა | დატოვე კომენტარი

ინდოელები კახეთში – კახელები “მახეში”

მოსაზრება
(28.01.2013)

ნიკოლოზ კენჭოშვილი

აღმოსავლეთმცოდნე (ინდოლოგი), ფილ. მეცნ. დოქტორი, საქართველოში (და სომხეთში) ინდოეთის საელჩოს საპატიო სიგელის მფლობელი, შემოქმედებითი კავშირის – “ინდოეთის” თავმჯდომარე, საქ. მწერალთა კავშირის წევრი

“სჯობს, ერთხელ მაინც ფეხზე დადგე წელგამართული, თუნდაც თავგატეხილი, ვიდრე თავგაუტეხელი მუდამ სხვის წინაშე მუცლით ხოხავდე”.

მაჰატმა განდი Continue reading

Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

მიწის მაღალი ფასები ინდოელებს აიძულებს მიწა საქართველოში დაამუშაონ – „გარდიანი“

14/01/2013 10:44 
ინგლისური გამოცემა „ გარდიანი“ ინდოელი ფერმერების ქართული მიწებით დაინტერესების შესახებ სტატიას აქვეყნებს.როგორც სტატიის ავტორი ჯეისონ ბურკი აღნიშნავს, ინდოელების ასეთ ინტერესს ქართული მიწებისადმი საქართველოში არსებული მიწის მცირე გადასახადი იწვევს. Continue reading
Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

ალ ჯაზირა – ინდური “შემოსევა” ქართულ მიწებზე

ალ ჯაზირა - ინდური "შემოსევა" ქართულ მიწებზე

21-02-2013

“ყველა ჩვენგანი დაგეშილია უფრო და უფრო მეტი მიწის შეძენაზე. არცერთი პენჯაბელი არ არის კმაყოფილი კუთვნილი მიწით”.

“ერთი ჰექტარის შეძენა 1 000-1 500 აშშ დოლარად შემიძლია. ვერც კი წარმომიდგენია, პენჯაბში ასე იაფად რაიმეს შოვნა. ფასებს ვერც კი შეადარებთ. პენჯაბში ჩემი მიწის ერთი ჰექტარი გავყიდე და იმ ფულით საქართველოში 200 ჰექტარი მიწის ყიდვა შემიძლია…”

“მხოლოდ სააგენტო Crown Immigration-ის მეშვეობით საქართველოში გასული წლიდან მოყოლებული 2 ათასი ფერმერი ჩამოვიდა. ”

”აქ ყველაფერი გამჭვირვალეა და ინდოეთისგან განსხვავებით, კორუფცია არ ყვავის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, უფრო მეტი ინდოელი ჩამოვა” Continue reading

Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

“მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან”

20 თებერვალი 2013 09:51:15

indoelebiსაქართველოში ინდოელი პენჯაბელი ფერმერები მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ. Continue reading

Posted in ინდოელები | დატოვე კომენტარი

ინდოელების შემდეგ ქართული მიწებით ეგვიპტელებიც დაინტერესდნენ?

03 03 2013 12:04:53 ნანახია: 163
ინდოელების შემდეგ ქართული მიწებით ეგვიპტელებიც დაინტერესდნენ? 

ბოლო რამდენიმე წელია, ინდოელები კახეთში მიწებს ინტენსიურად ყიდულობენ. ზოგი ადგილზე ჩადის და სოფელ-სოფელ ეძებს მისთვის სასურველ ფართობს, ზოგიც ამისთვის საშუამავლო სააგენტოს მიმართავს.  Continue reading

Posted in არაბები, ინდოელები | დატოვე კომენტარი